„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი თოთლაძე ქარელის რაიონის სოფლების - გვერძნეთის, ორთუბნის, ზრუდერისა და ყინწვისის მოსახლეობას შეხვდა.
კანდიდატმა მოსახლეობასთან „ქართული ოცნების“ 4-წლიანი მმართველობის პერიოდში განხორციელებული ცვლილებებზე ისაუბრა. საუბარი შეეხო, აგრეთვე, მაღალმთიანი რეგიონის განვითარების აუცილებლობას, რაც ხელს შეუწყობს სოფლებში ხალხის დაბრუნებას.