“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ქვარაია სპორტკომპლესის მიმდებარე ტერიტორიაზე ამომრჩეველს შეხვდა.
შეხვედრის მონაწილეებს მერაბ ქვარაიამ ქალაქის საკრებულოში ე.წ. პრესოვკა-მახარაძის უბნის მაჟრიტარობის კანდიდატი თამაზ ფაცაცია წარუდგინა. ორივე კანდიდატმა მოსახლეობას სამოქმედო პროგრამა და ქალაქის განვითარების ხედვა გააცნო.
„ეს არის უბანი, რომელმაც 2014 წლის არჩევნებში ნდობა გამომიცხადა და გავხდი ამ უბნის მაჟორიტარი ქალაქის საკრებულოში. დღეს ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ყველა ის პროექტი, რომელიც აქ განხორციელდა. ასევე, ვისაუბრეთ ჩვენ სამომავლო გეგმებზე. თითოეული ჩვენგანის ამოცანაა, მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ მოქალაქეების საჭიროებებზე ზრუნვა, ყველა უბანში იყოს გამართული ინფრასტრუქტურა. თამაზ ფაცაცია არის ადამიანი, რომელიც ამ უბანში ჯერ კიდევ არსებული პრობლემების მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული, იქნება მათი ღირსეული წარმომადგენელი ქალაქის საკრებულოში“, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ შეხვედრის შემდეგ.