ყოფილი ხელისუფლების მიერ ფოთის პორტისა და სააავადმყოფოს გასხვისებით გამოწვეული სირთულეები, არსებული ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის გზები და „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პროგრამა - ამ თემებზე ისაუბრა „ქართული ოცნებიდან“ ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ხახუბიამ ამომრჩევლებთან შეხვედრაზე.
ნაბადის უბანში კანდიდატთან შესახვედრად მისული მოსახლეობა ქალაქის განვითარების კონკრეტული პროგრამებით დაინტერესდა. როგორც ხახუბაიმ აღნიშნა, ყოფილმა ხელისუფლებამ ქალაქის საავადმყოფო გაასხვისა, რაც ფოთში ჯანდაცვის სეგმენტში სერიზოული პრობლემების მიზეზი გახდა, თუმცა ამ მიმართულებით უკვე შემუშავებულია „ემერჯენსის“ განვითარების პროექტი, რაც მრავალ პრობლემას მოაგვარებს ფოთელებისათვის. კიდევ ერთი შეხვედრა ამომრჩევლებთან კუნძულის უბანში შედგა.
ირაკლი ხახუბიამ ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის მიმდინარე და ახალი დეტალებზე გაამახვილა ყურადღება. ირაკლი ხახუბიამ განმარტა, რომ ფოთში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სპეციალური გეგმა მუშაობს, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტულია სანაპირო ზოლის განაშენიანება.
რაც ქალაქში ტურიზმის სეგმენტს განავითარებს. ირაკლი ხახუბია ამომრჩევლებს მალთაყვის უბანშიც შეხვდა. საუბარი მამართველი გუნდის მიერ ზოგადად ქვეყანაში და კონკრეტულად ფოთში განხორციელებულ რეფორმებს შეეხო. როგორც ირაკლი ხახუბაიმ აღნიშნა, ფოთში ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, ახალი ბულვარის მშენებლობა ქალაქის მოსახლეობისათვის ბიზნესის განვითარებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობას იძლევა.
ბიზნესის განვითარების კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორი, რომელზეც ირაკლი ხახუბიამ გაამახვილა ყურადღება, ინფრასტრუქტურული პროექტებია - ქალაქის შიდა გზებისა და საკანალიზაციო სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები.