ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და ქუთაისის N49 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი წერეთელი ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს.
წერეთელი ხარებავასა და სულხან-საბას ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა. ადგილობრივების ძირითად პრობლემას აქ უმუშევრობ, მოხსნილი სოციალური დახმარებები და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა წარმოადგენს.
გიგი წერეთლის თქმით, ის ამ პრობლემებს ადგილოიბრივ ხელისუფლებამდე მიიტანს, გამარჯვების შემდეგ კი აქტიურად დაკავდება მათი მოგვარებით.