14 სექტემბერს (ოთხშაბათი), 13:00 საათზე, სასტუმრო რედისონ ბრუ ივერია თბილისში გაიმართება ამომრჩეველთა საინფორმაციო ვებ-გვერდის www.partiebi.ge - ს პრეზენტაცია.
www.partiebi.ge NIMD-ის (ნიდერლანდების ინსტიტუტი მულტიპარტიული დემოკრატიისთვის) პროექტია, რომელიც 2012 წლიდან მოყოლებული რეგულარულად აქვეყნებს საქართველოს პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო შეხედულებებს ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე. პროექტი, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ არის დაფინანსებული და მიზნად ისახავს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ხელი შეუწყოს, როგორც პარტიათა პოლიტიკური პროგრამების ფორმირებას, ისე საზოგადოების ინფორმირებას ამ ხედვების შესახებ.
ღონისძიებას დაესწრება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩი და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.