„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი მეზურნიშვილი, სოფელ კავთისხევში, ამავე სოფილის მკვიდრის, ვალიკო იაშვილის სახელობის არენაზე, ქართული ჭიდაობის ტურნირს დაესწრო. როგორც ირაკლი მეზურნიშვილმა აღნიშნა, ჭიდაობა ქართველი სპორტსმენებისთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახეობაა.
“ქართული ჭიდაობის უნივერსალურობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, ყველაზე მეტი ოლიმპიური, ევროპისა თუ მსოფლიო ჩემპიონი სწორედ სპორტის ამ სახეობაში გვყავს“, - განაცხადა მეზურნიშვილმა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სპორტსმენებს წარმატება უსურვა.