სასმელი წყალი და მოუწესრიგებელი შიდა გზები - ეს ის თემებია, რაზეც მოსახლეობამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ნუგზარ წიკლაურთან შეხვედრისას ისაუბრა.
კანდიდატი ამომრჩევლებს სოფელ გამარჯვებაში შეხვდა.
ადგილობრივების თქმით, მათ მმართველმა პარტიამ იმედები გაუცრუა და ნუგზარ წიკლაურს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.