დღეს, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა ილია წულაიამ დიდუბის რაიონის გამგეობის უფასო კვების სასადილოები მოინახულა. გაესაუბრა ბენეფიციარებს, დაინტერესდა სასადილოების მუშაობის პირობებით.
,,ჩვენ საკანონმდებლო ორგანოში უნდა შევიმუშავოთ პირველ რიგში ისეთი დახვეწილი კანონები, რომლებიც სოციალურად დაუცველ,ან გაჭირვებულ ადამიანებს ერთის მხრივ გაუადვილებს ყოფას, მეორესმხრივ მათ რაოდენობას შეამცირებას ქვეყანაში, სწორი სოციალური პოლიტიკით, შესაბამისი სოციალური პაკეტების მომზადებით ჩვენ მალე გვექნება საზოგადოება, სადაც გაჭრივების ზღვარს მიღმა მცხოვრები ადამიანები თითქმის არ გვეყოლება. წარმატებული სახელწიფოს შენება პირველ რიგში ასეთ ადამიანების გაჭირვებიდან ამოყვანით იწყება”,- განაცხადა ილია წულაიამ.