სასმელი წყალი და სოციალური პრობლემები - ეს ის ძირითადი თემებია, რაზეც მარტყოფის მოსახლეობამ ენმ-ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გიორგი ხახნელიძესთან შეხვედრისას გაამახვილა ყურადღება.
ადგილობრივების თქმით, წყალი აქ იმდენად არის დაბინძურებული, რომ მისი გამოყენება შეუძლებელია.
კანდიდატი ამომრჩევლებს გამარჯვების შემთხვევაში არსებული პრობლემების გადაჭრას დაჰპირდა და პარტიის სამოქმედო გეგმა გააცნო.