ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი აბესაძე და საკრებულოს წევრობის კანდიდატი რომეო ფარულავა დეკაბრისტების კუჩის მოსახლეობას შეხვდნენ.
ადგილობრივებს ძირითადად ავარიული სახლების პრობლემა აწუხებთ. არის შენობები, სადაც ცხოვრება უკვე საშიშია და ტრადიციულად კრწანისის გამგეობა ამ ხალხს ყურადღებას არ აქცევს.
რომეო ფარულავამ და ირაკლი აბესაძემ ამომრჩევლებს კონკრეტულად გააცნეს ის გეგმა, რომლითაც გამარჯვების შემდეგ ავარიული სახლების პრობლემა გადაიჭრება.