„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ხუბულური გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისის მოსახლეობას შეხვდა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, დასაქმების პროგრამაზე, საპენსიო და განათლების სისტემების რეფორმაზე ისაუბრა.
„ჩვენი მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის პრინციპულად მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყნის ეკონომიკის სწარფი განვითარებაა. სოფლის მეურნეობა კი ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ეკონომიკის განვითარებისთვის. სასოფლო-სამეურნეო დარგში კოოპერაციის განვითარების მხარდაჭერა იქნება „ქართული ოცნების“აგროპოლიტიკის სტრატეგიული მიმართულება. „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ’’ კანონის მიღების საფუძველზე შეიქმნა სასოფლო- სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო, რომელიც ხელს შეუწყობს კოოპერატივების სამეწარმეო საქმიანობის სტიმულირებას, გაგრძელდება მუშაობა ფერმერთა ცოდნისა და კვალიფიკაციის ასამაღლებლად“,-აღნიშნა დეპუტატობის კანდიდატმა. მანვე მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება“ გაატარებს საპენსიო რეფორმას, რომლის მიზანია კერძო, დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლა. „ასეთი საპენსიო სისტემა შესაძლებლობას მისცემს მოქალაქეს, შექმნას დანაზოგი, რომელიც წლების განმავლობაში დასაქმებულის მიერ გამომუშავებული ხელფასის პირდაპირ პროპორციული იქნება“,- განაცხადა თემურ ხუბულურმა ამორჩევლებთან შეხვედრისას.