„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, ცოტნე ზურაბიანმა გენდერულ საკითხებსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალბატონების ჩართულობის თემაზე შეხვედრა გამართა.
ზურაბიანი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 200-მდე ქალბატონს შეხვდა. როგორც დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, ქალთა აქტიური მონაწილეობა და ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში ქვეყნის დემოკრატიულობის ერთ-ერთი მაჩვენებელია. „ორასამდე ქალბატონი ესწრებოდა შეხვედრას, რაც ძალიან მახარებს, თუმცა წყალტუბოში გაცილებით მეტია იმ ქალების რადეონობა, რომლებსაც შეუძლიათ, აქტიურად იყვნენ ჩართული საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში. აქედან გამომიდინარე, ჩემი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი მათი ინიციატივების მხარდაჭერა იქნება“, - აღნიშნა ცოტნე ზურაბიანმა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მხარს უჭერს ქალების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ამისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს მომავალშიც აუცილებლად გადადგამენ. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ცოტნე ზურაბიანი წყალტუბოში განაგრძობს თემატურ შეხვედრებს. 20 სექტემბრამდე მოსახლეობის სხვადასხვა სეგმენტს შეხვდება. 20 სექტემბრის შემდეგ კი, მოსახლეობასთან შეხვედრების მეორე ეტაპი დაიწყება.