,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ქვარაია ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების და „ენგურქაღალდკომბინატის“ უბნის მოსახლეობას შეხვდა.
ამომრჩეველმა "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამის მიმართ დიდი ინტერესი გამოიჩინა. როგორც მერაბ ქვარაიამ აღნიშნა, განწყობა, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზეც ნათლად გამოჩნდა, ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.
„მოსახლეობასთან ვსაუბრობთ მათ წინაშე არსებული პრობლემებისა და საჭირობების შესახებ. “ქართული ოცნება” არის ძალა, რომელიც ამ პრობელმების მოგვარებაზე იზრუნებს. საზოგადოების განწყობა, ერთიანობა, მხარდაჭერა, რომელიც დღესაც ვიხილეთ, გვაფიქრებინებს, რომ “ქართული ოცნება” 2016 წლის 8 ოქტომბერს დამაჯერებლად გაიმარჯვებს“,-აღნიშნა მერაბ ქვარიამ. მისივე თქმით, მმართველი პარტია გააკეთებს ყველაფერს, რათა ყველა სიკეთე, რომელსაც საზოგადოებისთვის აკეთებს ხელისუფლება, მიიღოს თითოეულმა ზუგდიდელმაც.