“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი გურჯაანში, დავით სონღულაშვილი ქალაქ გურჯაანისა და სოფელ შაშიანის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრებმა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა. მაჟორიტარების კანდიდატმა ამომრჩეველს ,,ქართული ოცნების“ სამოქმედო გეგმა გააცნო. შეხვედრაზე მოსახლეობამ ყურადღება უმუშევრობასა და ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე გაამახვილა.
დავით სონღულაშვილი მოსახლეობას არსებული პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა. „გურჯაანს ინფრასტრუქტურის განვითარება სჭირდება. ოცდამეერთე საუკუნეში აღარ უნდა იდგეს გზების, წყლის, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა. ჩემი მთავარი ამოცანაა მაქსიმალურად სწრაფად მოვაგვარო ეს საკითხები. მე გპირდებით, რომ თქვენთან ერთად ვიმუშავებ ყველა პრობლემის გადაჭრაზე“,- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.