ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები დავით ბაქრაძე და სანდრა რულოვსი დღეს ახალციხის მოსახლეობას შეხვდნენ. მათ ადგიობრივებს პარტიის ეკონომიკური პროგარამა და სამოქმედო გეგმა გააცნეს, რომლის განხორციელების შემთხვევაში რეგიონში მეტი სამუშაო ადგილების შექმნა გახდება შესაძლებელი.
დავით ბაქრაძემ ყურადღება რაიონის გაზიფიცირებასა და წყალმომარაგების დასრულებაზე გაამახვილა. სანდრა რულოვსმა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების აუცილებლობაზე ისაუბრა. იმ პირობების შექმნაზე რეგიონში, რომელიც მეტ ტურისტს მოიზიდავს.
მხარდამჭერებს სიტყვით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა არსენ კარაპეტიანმა მიმართა, მან მადლობა გადაუხადა ახალქალაქელებს და ნინოწმნდელებს მხადდაჭერისათვის და ყველა იმ პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა რაც მათ აწუხებთ.