„ეს არის კარგი მაგალითი იმისა თუ როგორ უნდა აკეთოს ადამიანმა ბიზნესი სახელმწიფოს დახმარებით და მიიღო ის სესხი, რომელსაც სახელმწიფო გვთავაზობს.“–ეს კომენტარი ქართული ოცნების კანდიდატმა გრიგოლ ლილუაშვილმა ხონში „ლელო 2014–ში“ და შ.პ.ს. „ივერიაში “ სტუმრობის შემდეგ გააკეთა.
შ.პ.ს. „ივერიას “ დამფუძნებელი ავეჯის წარმოებაზე მუშაობს და პარალელურად სასათბურე მეურნეობის ფუნქციონირებითაა დაკავებული. მეპატრონის ვალერი ქათამაძის განმარტებით სასათბურე მეურნეობის გასანვითარებლად საჭირო 100 ათასი ლარი აგრო კრედიტის ფარგლებში სახელმწიფოსგან ნულ პროცენტად მიიღო, რაც ბიზნესის ხარისხიან განვითარებაში დაეხმარა.
კოოპერატივი „ლელო 2014“ ყოველღიურად ერთ ტონა რძეს ამუშავებს. საწარმოში დღეისათვის ექვსი სახეობის ყველი იწარმოება, ასევე მზადდება კარაქი, ხაჭო და ყველა ტიპის რძის პროდუქტი, რომელიც სარეალიზაციოდ ადგილობრივ ბაზარზე გააქვთ. კოოპერატივში ათი ადამიანია გაერთიანებული და 25 თანასოფლელია დასაქმებული.
სახელისუფლები კანდიდატი დეტალურად გაეცნო მათ ბიზნეს გეგმას და გაფართოებაში დახმარებას დაპირდა. –„თუ არ დავიზარებთ და კონკრეტული გეგმით მივმართავთ სახელმწიფოს მივიღებთ იმ დაფინანსება , რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგროკრედიტის ფარგლებში გვთავაზობს. ბიზნესის განვითარებით კი დავეხმარებით საკუთარ ოჯახებს, სოფლებს, ქალაქებს და ქვეყანას.
ეს არის კარგი მაგალითი იმისა თუ როგორ უნდა აკეთოს ადმიანმა ბიზნესი სახელმწიფოს დახმარებით.“ – განმარტა გრიგოლ ლილუაშვილმა ხონის მცირე საწარმოების დათვალიერების შემდეგ.