„ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სია შეიტანა. ცესკო-ში სია პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ წარადგინა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სია 155 ადამიანისგან შედგება და სიის პირველი ნომერი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილია.
„ჩვენ წარვადგინეთ პარტიული სია საპარლამენტო არჩევნებისთვის. ჩვენი სია დაკომპლექტებულია გამორჩეული და ღირსეული პიროვნებებით. ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით განახლების აუცილებლობაზე, განახლებაც არის ის შედეგი, რომელიც მიღწეულია. ჩვენ დაპირება შევასრულეთ, განახლებული და ძალიან ღირსეული სიით წარვდგებით ამ საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლის წინაშე და ეს იქნება ერთ-ერთი საფუძველი ჩევნი დამაჯარებელი გამარჯვებისა. ჩვენ სიაში 155 კაცია წარმოდგენილი. სიის პირველი და მეორე ნომრები გიორგი კვირიკაშვილი და კახი კალაძე არიან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დღესვე "ქართულმა ოცნებამ”საარჩევნო სიის პირველი ათეული გაასაჯაროვა.
სიის პირველ სამეულში არიან გიორგი კვირიკაშვილი, კალხა კალაძე, ირაკლი კობახიძე.
"ქართული ოცნების" პარტიის პროპორციული სიის პირველი ათეული ასეთია: გიორგი კვირიკაშვილი, კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, გიორგი გახარია, აკაკი ზოიძე, თამუნა ხულორდავა, რომან კაკულია, სოფო ქაცარავა, ირინა ფრუიძე.