ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამ ეტაპზე სია 15 საარჩევნო სუბიექტს აქვს შემოტანილი, - განაცხადა ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ.
მისივე თქმით, დღეს არის საარჩევნო სუბიექტების მიერ პარტიული სიებისა და მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადა. აღნიშნული ვადა დღეს, 18:00 საათზე სრულდება.
„მას შემდეგ რაც საარჩევნო სუბიექტის მიერ წარმოდგენილი იქნება პარტიული სია, ცესკო-ს სათანადო სამსახური 10 დღის ვადაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს ცესკო-ს თავმჯდომარეს, რომელიც 3 დღის ვადაში, იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, ან იქნება პარტიული სია რეგისტრაციაში გატარებული, ან იმ შემთხვევაში თუ ხარვეზები იქნება აღმოჩენილი, სია დაუბრუნდება საარჩევნო სუბიექტს. ხოლო მას გამოსწორებისთვის 3 დღე ეძლევა“, - განმარტა მიქელაძემ.