"ნაციონალურმა მოძრაობამ" აჭარის უმაღლესი საბჭოს პარტიული სია წარადგინა. აჭარის საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად პარტიის 15 წევრი იბრძოლებს, მათ შორის ორი არის უმაღლესი საბჭოს მოქმედი დეპუტატი.
პროპორციული სიის პირველი ნომერი ლევან ვარშალომიძეა და კანდიდატებიც მან დაასახელა.
უმაღლესი საბჭოს "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატების რიგითობა ასეთია: ლევან ვარშალომიძე, პეტრე ზამბახიძე, გია აბულაძე, გიორგი დიასამიძე, ელგუჯა ბაგრატიონი, ასმათ დიასამიძე, ნინო ჯინჭარაძე, ლაშა კილაბერი, ქენან კახიძე, პაატა აციმბა, ნუგზარ ამაღლობელი, რაულ თავართქილაძე, მამული სურმანიძე, რევაზ ხარაზი და გელა დეკანაძე.
კანდიდატებიდან რამდენიმე სხვადასხვა ოლქში მაჟორიტარადაც არის წარდგენილი.
ლევან ვარშალომიძის თქმით, ეს არის გუნდი, ვისთან ერთადაც აპირებს გამარჯვებას: "8 ოქტომბერს ვიმარჯვებთ და 9-ში ვიწყებთ აღმშენებლობას", - აღნიშნა ლევან ვარშალომიძემ.
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 8 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად ტარდება. აჭარის საკანონმდებლო ორგანო 21 წევრისგან შედგება.