ცესკოში 30 რეგისტრირებული სუბიექტიდან საარჩევნო სია მხოლოდ ოთხს აქვს წარდგენილი. ცესკო სიებს 10 დღის ვადაში გადაამოწმებს.
დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიები ამომრჩევლებისთვის ბარათების დარიგებასაც დაიწყებენ.
ამ ბარათის მეშვეობით ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება გადაამოწმოს საარჩევნო სიებში საკუთარი თავი.
ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამ დროის მონაცემებით 3 510 514 ამომრჩეველია რეგისტრირებულია.
„ამ ეტაპზე შემოტანილი აქვს პარტიული სია ოთხ საარჩევნო სუბიექტს. ესენია პატრიოტთა ალიანსი, რესპუბლიკური პარტია, მემარცხენე ალიანსი და მიხეილ სალუაშვილის პარტია. გარდა ამისა საარჩევნო ოლქებში რეგისტრაცია გაიარა საინიციატივო ჯგუფების მიერ წარმოდგენილმა 59 მაჟორიტარმა კანდიდატმა,“- განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ.