„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თეთრიწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატი, გოდერძი ჩანქსელიანი გოლთეთის, წინწყაროსა და ქოსალარის სოფლების მოსახლეობას შეხვდა.
კანდიდატმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ 4 წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. მათ შორის, უფასო დაზღვევის საყოველთაო პაკეტზე, ცენტრალური გზების დაგებასა და გაზიფიცირებაზე.
გოდერძი ჩანქსელიანმა ადგილობრივებს პარტიის სამომავლო გეგმები გააცნო.
„თეთრიწყარო ულამაზესი რეგიონია.ამ მხარეს აქვს პერსპექტივა განვითარდეს ტურიზმი. ბიზნესში დაგროვილ გამოცდილებას, ჩემს ენერგიას არ დავიშურებ,რათა თეთრიწყარო ყველაზე წარმატებული რაიონი გახდეს, თითქმის ყველა მოსახლეს ჰქონდეს მცირე და საშუალო ბიზნესი“,-განაცხადა დეპუტატობის კანდიდატმა გოდერძი ჩანქსელიანმა.