ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნუგზარ წიკლაური ასურეთში იმყოფებოდა, სადაც ამომრჩევლებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.
ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ასურეთს განვითარების წარმოუდგენელი პერსპექტივა ექნება.
"ეს სოფელი თავისი უნიკალური ისტორიით, ქართული და გერმანული ტაძრებით, საუკეთესო ასურეთული ღვინით, დიდ ტურისტულ ცენტრად გადაიქცევა ფარცხისთან, თეთრიწყაროსთან, სამშვილდესთან, ბირთვისთან, ფიტარეთთან და გუდარეხთან ერთად.
ყველამ უნდა მოვინდომოთ და ერთად შევქმნათ ამ დიდებული მხარის მომავალი. 8 ოქტომბერი ჭაობიდან ამოსვლის დღე იქნება." - აღნიშნა წიკლაურმა.