პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დიდუბის 16-ე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ილია წულაიამ, საარჩევნო შტაბი ოფიციალურად გახსნა. ილია წულაიამ ადგილობრივ მოსახლეობას რაიონის განვითარების გეგმა გააცნო.
შეხვედრას ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები მამუკა მდინარაძე, მარიამ ჯაში და კობა კობალაძე დაესწრნენ.
„მე ყოფილი ბიზნესმენი ვარ და ჩემი ამბიციაა, ამ სფეროში მიღებული გამოცდილება გადმოვიტანო ჩემს პოლიტიკურ საქმიანობაში. ჩვენ სამომავლოდ მოვახდენთ ინიცირებას ისეთი კანონდმებლობისა, რაც მთლიანად საქართველოს მოსახლეობაზე იქნება ორიენტირებული. მინდა, ის თავისუფლება, რაც 4 წლის წინ ერთად მოვიპოვეთ, გადავსახოთ სწრაფ განვითარებასა და ხალხის კეთილდღობაში. მე და ჩემს გუნდს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების დიდი შემართება გვაქვს“, - განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა ილია წულაიამ.