„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის # 19 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა გაბუნია თემქაზე, ანაპის ქუჩაზე მდებარე სკვერში მოსახლეობას შეხვდა.
ზაზა გაბუნია მოსახლეობას თემქაზე დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, დასაქმების გეგმაზე და თემქის პოტენციალის განვითარების შესახებ ესაუბრა. კანდიდატმა ამომრჩეველს ასევე ის ძირითადი საკითხები გააცნო, რომლებზე მუშაობასაც მისი არჩევის შემთხვევაში ზაზა გაბუნია პარლამენტში გეგმავს.
სამომავლო გეგმების გაცნობის შემდეგ, შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა.