„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მე-6 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან გოგიჩაიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
მორიგი შეხვედრა გაიმართა იოსებიძის, პეკინის, ბახტრიონის ქუჩის მოსახლეობასთან. ლევან გოგიჩაიშვილი ასევე გაესაუბრა ბუკიას ბაღში შეკრებილ მოქალაქეებს. მაჟორიტარობის კანდიდატმა ამომრჩეველს “ქართული ოცნების” სამომავლო გეგმები და ხედვები გააცნო.
“ ჩვენ გვაქვს ქვეყნის მართვის ის გამოცდილება, რომელიც რეალურ (და არა - პოპულისტურ და ვირტუალურ) პოზიტიურ შედეგებში არის ასახული. ამას საერთაშორისო ორგანიზაციები ერთხმად აღიარებენ.
არაკოალიციური და ძირითადად ძალადობრივი რეჟიმის შეცვლაზე ორიენტირებული მრავალპარტიული გაერთიანება, როგორც ეს იყო 2012 წელს, არამედ უკვე ერთი ხედვით გაერთიანებული პრაგმატული პროფესიონალების განახლებული “ქართული ოცნება” შეძლებს მეტი წარმატების მიღწევას ბევრად მოკლე დროში. რადგან მართვის რამდენიმეწლიანმა გამოცდილებამ კიდე უფრო ზუსტად დაგვანახა, რა სჭირდება ხალხს და რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის, ოთხი წლის თავზე ჩვენ ყველა ერთად მივიღებთ ბევრად ძლიერ საქართველოს.” განახცადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.
ლევან გოგიჩაიშვილმა საერთაშორისო ურთიერთობებზეც ისაუბრა:
„რეალურად, დღეს ჩვენი კავშირები ბევრად უფრო მყარია ჩვენს პარტნიორებთან, დღეს საქართველოს ბევრად უფრო ენდობიან, ვიდრე ოდესმე. რეალურად გაჩნდა რწმენა საერთაშორისო არენაზე - საქართველოს შეუძლია იყოს დემოკრატიული და განვითარებული ქვეყანა, თავისუფალი წინა რეჟიმის მანკიერი ძალადობრივი პრაქტიკისგან“.
ჩვენი შემდეგი მმართველობა ორიენტირებული იქნება დაიცვას მოპოვებული თავისუფლება და უზრუნველყოს სწრაფი განვითარება“ - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მე-6 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.