31 მაისს, 19:00 საათზე, კონსერვატორიის დიდ დარბაზში თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდი და ორკესტრი საკონცერტო ვერსიით წარმოადგენს ჯუზეპე ვერდის "რიგოლეტოს". მონაწილეობენ მომღერლები _ თეიმურაზ გუგუშვილი, სულხან გველესიანი, მარიკა მაჩიტიძე, ლეგი იმედაშვილი, ნატალია ვოლჩენკო, ელენე ჯანჯალია, კახაბერ თეთვაძე, ბონდო გოგია, თამაზ საგინაძე, ტარიელ ჭიჭინაძე, ირინე მერაბიშვილი.
7 ივნისს კი კონსერვატორიის დიდ დარბაზში ოპერის თეატრი საკონცერტო შესრულებით წარმოადგენს ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ოპერას "დონ ჯოვანი". "დონ ჯოვანიში" იმღერებენ ნიკოლოზ ლაგვილავა, ირინე რატიანი, გიორგი მახარაძე, ნიკოლოზ გულიაშვილი, მაყვალა ასპანიძე, ლეგი იმედაშვილი, ბონდო გოგია, ნინო ჩაჩუა.
ორივე ოპერას წარუძღვება დირიჟორი ზაზა კალმახელიძე.