პარლამენტის თვითმმართველობისა და რეგიონალური კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ბალავაძის განცხადებით, რეგიონებში ძირითად პრობლემად კვლავ დასაქმება რჩება. ამის შესახებ ბალავაძემ ჟურნალისტებს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ნაციონალური მოძრაობის ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაციამდე განუცხადა.
"ჩვენ პროგრამაში საუბარია თვითმმართველობის ორგანოებში ეკონომიკური პროექტების განხორციელებაზე. ამ დროისთვის რეგიონებში ძირითად პრობლემას კვლავ დასაქმება და სამუშაო ადგილების შექმნა რჩება. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო რომ ამ კუთხით ბოლო წლების განმავლობაში ბევრი გაკეთდა, მაგრამ გასაკეთებელიც ბევრი დარჩა",- განაცხადა ბალავაძემ.
მისი თქმით, ეკონომიკურ პროგრამაში ნაციონალურმა მოძრაობამ ჩამოაყალიბა თავისი ხედვა თუ როგორ უნდა მოხდეს ეკონომიკური პოლიტიკის თვითმმართველობის ორგანოების კუთხით განხორციელება.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკური პროგრამა წარადგინა პოლიტიკის კვლევის ცენტრის პროექტის "თემატური დებატების ორგანიზება პოლიტიკური პარტიების განვითარებისა და ადგილობირვი არჩევნების გამჭვირვალობისთვის" ფარგლებში ეროვნულმა საბჭომ, "ალიანსი საქართველოსთვის," თორთლაძის პარტიამ და "თოფაძე მრეწველებმა".