საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, დღეს, პრეზიდენტის სასახლეში, თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და NATO-სთან მომავალითანამშრომლობის დეტალები განიხილეს.
„დღეს მქონდა მთავარსარდალთან ძალიან საინტერესო შეხვედრა. ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ ვიმუშავოთ ერთობლივად, რათა ჩვენი ჯარის თავდაცვისუნარიანობა კიდევუფრო გაიზარდოს. ამისთვის დავგეგმეთ სამუშაო ჯგუფის შექმნა. ეს ჯგუფი ინტენსიურად იმუშავებს სტრატეგიაზე, რომელსაც ახლო მომავალში წარუდგენთ საზოგადოებას დაამ სტრატეგიაში გაწერილი იქნება ყველა ის მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც აუცილებელია NATO-ში ჩვენი თავსებადობისთვის, აუცილებელია ჩვენითავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის, ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს მთავრობის მიერ გაფორმებული მემორანდუმის იმპლემენტაციისთვის. ასე რომ,მთელი რიგი პოზიტიური ღონისძიებები დავგეგმეთ და ამ ღონისძიებებს ფართო საზოგადოებას ძალიან ახლო მომავალში ერთობლივად წარვუდგენთ", - განაცხადა შეხვედრისდასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
საქართველოს პრეზიდენტისა და თავდაცვის მინისტრის დღევანდელ შეხვედრას, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილიც ესწრებოდა.