ქართული არმიის სამხედრო ბაზების საიდუმლოს დარღვევის შესახებ თავდაცვის უკვე ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი "რუსთავი 2"-თან პირველ კომენტარებს აკეთებს. მისი თქმით, დელტაში ძალიან ბევრი უცნაური ამბავი ხდება და ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა.
“მე არ ვიცი ამ საქმის შესახებ არაფერი გარდა იმისა,რაც თქვენს ეთერში იყო. არ ვიცი, ვინ ვის რას უგზავნიდა. ვიცი ის, რომ მოხდა კანონის დარღვევა. ამ ადამიანმა თავის უფლებამოსილებას გადაამეტა. ის მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში და მას არავითარი უფლება არ ჰქონდა ნებისმიერი მანქანით სამხედრო ობიექტებზე მიეყვანა გარეშე პირი. ვინც არ უდნა ყოფილიყო ის პირი, მე არ მაინტერესებს, ამიტომ მე ის გავათავისუფლე სამსახურიდან როგორც კი გავიგე ამის შესახებ, როცა მოვედი თავდაცვის სამინისტროში. ჩემი აზრით, გამოძიება მაშინვე უნდა დაწყებულიყო ეს ამბავი ახალი არ არის, ამის შესახებ იციან საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა ძალიან დიდი ხანია. დელტაში ბევრი ისეთი რამ ხდებოდა, დელტა იყო ის ერთადერთი ადგილი თავდაცვის სამინისტროში, რომელიც, სამწუხაროდ ჩემთვის დიდ წილად ხელშეუხებელი აღმოჩნდა. იქ ძალიან ბევრი უცნაური ამბები ხდება და ეს არ არის ერთადერთი„- განაცხადა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე აშენებული საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები და მთელი ინფორმაცია, მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდა