მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიასთან დაკავშირებით იმსჯელებენ. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, შესაბამისი დოკუმენტი დამტკიცდება.
„მინდა, მოგახსენოთ საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიასთან დაკავშირებით, დღევანდელ სხდომაზე დასამტკიცებლად გამოდის საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია. მაკოორდინირებელი უწყება იქნება ეკონომიკის სამინისტრო, იქიდან გამომდინარე, რომ ტრანსპორტის სფეროს სწორედ ეს უწყება კურირებს. რა თქმა უნდა, წამყვანი როლი ეკონომიკის სამინისტროსთან ექნება სხვა უწყებებს, უპირველეს ყოვლისა შსს-ს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს, განათლების და მეცნიერების სამინისტროს, თბილისის მერიას და ა.შ.
ეს სტრატეგია წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და გლობალური ექსპერტების მიერ რეკომენდებულ ახალ მიმართულებას და საქართველოში წარმატებული და მდგრადი გრძელვადიანი საგზაო უსაფრთხოების მართვისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.