საქართველოს მთვარობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის შეხვედრა მიმდინარეობს.
მთვარობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერისა და სახელმწიფო მდივნის პირისპირ შეხედრის შემდეგ, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის სხდომა გაიმართება, რომელშიც გიორგი კვირიკაშვილი და ჯონ კერი თანათავმჯდომარეების რანგში მიიღებენ მონაწილეობას.
ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმებს.
მოგვიანებით, ჯონ კერი და გიორგი კვირიკაშვილი მედიასთან განცხადებებს გააკეთებენ და კითხვებს უპასუხებენ.