დიდი ბრიტანეთის მმართველი ,"კონსერვატიული პარტიის’" ლიდერობისთვის ბრძოლაში შინაგან საქმეთა მინისტრი თერეზა მეი ლიდერობს.
მეიმ, რომელიც ბრიტანეთის მთავრობაში 2010 წლიდან მუშაობს, 330-დან 165 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა.
პარტიული არჩევნების პირველი ტურის შემდეგ მეორე ადგილი 66 ხმით ბრიტანეთის ენერგეტიკის მინისტრმა დაიკავა, მესამე პოზიციაზე კი ქვეყნის იუსტიციის მინისტრი გავიდა.
ბრიტანეთის შრომის მინისტრმა პრემიერ-მინისტრობისთვის ბრძოლა თერეზა მეის სასარგებლოდ შეწყვიტა.
კენჭისყრის შედეგად, ბოლო ადგილზე ბრიტანეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი ლაიამ ფოქსი გავიდა და მარათონს გამოეთიშა.
ბოლო ტურში ,,კონსერვატიული პარტიის’’ ის ორი კანდიდატი გადავა, რომლებიც პარლამენტის წევრთა ყველაზე მეტ ხმას დააგროვებენ. მათ შორის საბოლოო არჩევანს კი ,,კონსერვატიული პარტიის’’ რიგითი წევრები გააკეთებენ.