ერაყის შინაგან საქმეთა მინისტრმა მუჰამედ გაბანმა ბაღდადში მომხდარი ტერაქტის შემდეგ თანამდებობა დატოვა. მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ განაცხადით პრემიერ-მინისტრ ჰადერ აბადის უკვე მიმართა.
მისივე თქმით, ავტომობილი, რომელიც ბაღდადის სავაჭრო ცენტრში აფეთქდა, დედაქალაქში დიალას პროვინციიდან ჩავიდა და გზაზე ყველა საკონტროლო გამშვები პუნქტი წარმატებით გაიარა. მუჰამედ გაბანმა აღიარა, რომ ბაღდადში არსებული საკონტროლო პუნქტები სრულიად უსარგებლოა.
3 ივნისს ერაყის დედაქალაქში ორი ძლიერი აფეთქება მოხდა. პირველი ასაფეთქებელი მოწყობილობა ბაღდადის ცენტრში, ელ-ქარადას რაიონში ამოქმედდა, მოგვიანებით მეორე აფეთქება ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში მოხდა. ტერაქტებს 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.