6 ივლისს საქართველოს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში ჯონ კერი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან, ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლებთან. მთავრობის მეთაურთან შეხვედრის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილი და ჯონ კერი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის იქნება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ოქტომბრის არჩევნების წარმატებით ჩატარების საკითხები.
ჯონ კერი თანათავმჯდომარეობას გაუწევს აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის კომისიის სხდომას.
თბილისის შემდეგ, 7 ივლისს ჯონ კერი უკრაინაში გაემგზავრება.