შეერთებული შტატების სახელწმიფო მდივნის ჯონ ქერის საქართველოში ვიზიტის დრო,ს მნიშვნელოვან საკითხზე მოხდება შეთანხმება - ამის შესახებ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აკეთებს. მისივე თქმით, საზოგადოება საკითხზე ვრცლად პრემიერისგან შეიტყობს.
„დარწმუნებული ვარ, რომ კერის ექნება სასარგებლო და მეგობრული გზავნილები საქართველოსთვის. როგორც ვიცი არ არის გამორიცხული ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებებზეც ხელმოწერა. ამაზე პრემიერი ისაუბრებს უფრო დეტალურად,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა და თქვა, რომ ასეთი მაღალი დონის სახელმწიფო ჩინოსნის ვიზიტი საქართველოსადმი მხარდაჭერისათვის მკაფიო ხაზგასმაა და ჩვენი ქვეყნისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საქართველოს 6 ივლისს ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან.
ჯონ კერი ასევე, შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და ქართული ოპოზიციური პარტიების ლიდერებს.
აშშ–ის სახელმწიფო მდივანი 7 ივლისს უკრაინაში გაემგზავრება.