ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე დეპუტატთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა რუსი დეპუტატების ეუთო-ს ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების ინიციატივას.
კერძოდ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე შვეიცარიელმა პოლიტიკოსმა ფილიპ ლომბარდიმ წინადადება წარადგინა, რომ რუს დეპუტატებს, რომელთა მიმართ ევროკავშირის ტერიტორიაზე სანქციები მოქმედებს, ეუთო-ს ტერიტორიაზე გადაადგილების საშუალება მიეცეთ.
პლენარულ სხდომაზე იდეას მხარი 94 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი, 44 წავიდა.