საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, გია ვოლსკი არ გამორიცხავს, რომ "ევროპის სახალხო პარტიასა" და რუსეთს შორის გარკვეული გარიგება შედგა. მისი განმარტებით, თუ EPP-ის კანდიდატ გიგი წერეთელს, მხარს დაუჭერს რუსული დელეგაცია, შესაძლოა, რუსეთს ხმის უფლება აღუდგინონ ევროპის საბჭოს საპარალმენტო ასამბლეაში.
„თქვენ იცით, რომ EPP-ის ერთ-ერთი ლიდერი აგრამუნტი ახლახანს იმყოფებოდა მოსკოვში, იქიდან ჩამოვიდა თბილისში. ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენელებთან, ოპოზიციასთანაც ჰქონდა შეხვედრა. არა როგორც"ევროპის სახალხო პარტიის" ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, არამედ როგორც ევროპის საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, მან დააფიქსირა, რომ რუსეთის მონაწლეობა ევროპის საპარალმენტო ასამბლეის მუშაობაში უნდა განახლდეს, გარკვეული შეზღუდვები უნდა მოეხსნას. იმის საფუძველი, რომ ვთქვათ," სახალხო პარტიასა" და რუსეთს შორის ურთიერთობების, მოლაპარაკების ერთ-ერთ თემას წარმოადგენს "სახალხო პარტიის" წარმომადგენლის, გიგი წერეთლის მხარდაჭერა, ნამდვილად არსებობს”, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბელის პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრა 5 ივლისს გაიმართება. ერთ-ერთი კანდიდატია გიგი წერეთელი.