თბილისში მიმდინარე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე უკრაინის დელეგაცია რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებას ითხოვს. უკრაინის დელეგაციის წევრის ანტონ გერაშენკოს მიაჩნია, რომ რუს დეპუტატებს უნდა აეკრძალოთ ცივილიზებულ ქვეყნებში შესვლა. ამასთან უკრაინელი დიპლომატი ფიქრობს, რომ უნდა გაგრძელდეს ეკონომიკური სანქციებიც.
"2014 წელს რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, მოახდინა ყირიმის ანექსია მოახდინა, მიიტაცა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ნაწილი. პუტინის და მისი გარემოცვის ქმედებები ჰიტლერის მოქმედებების ანალოგიურია. ჩვენთან ეს ომი გრძელდება მუდმივად იღუპებიან სამხედროები და მშვიდობიანი მოსახლეობა. ამიტომ მოვითხოვთ რუსეთის მიმართ სანქციები იყოს. რუსეთის მიმართ სანქციები არ უნდა იყოს მარტო ეკონომიკური, რუს დეპუტატებს უნდა ეკრძალებოდეთ ცივილიზებულ ქვეყნებში შესვლა,"- აცხადებს ეუთოში უკრაინის დელეგაციის წევრი ანტონ გერაშენკო.