სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის ლევან ვარშალომიძის დასახვედრად , „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები არიან შეკრებილი. ისინი ადგილზე დროშებითა და პარტიის ატრიბუტიკით მივიდნენ, სადაც წარმოდგენილია წარწერები: ,,ლევან, გააგრძელე შენება“ , "ხულო, შუახევი, ქედა, ბათუმი შენს გვერდითაა"
ვარშალომიძის დასახვედრად სარფში იმყოფება ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, სანდრა რულოვსიც. აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის არჩევნებში ლევან ვარშალომიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი იქნება.
ლევან ვარშალომიძემ 3 ივლისს საქართველოში, სარფის საბაჟოს გავლით დაბრუნების და მომავალი გეგმების შესახებ, რამდენიმე დღის წინ დაანონსა.