”თავისუფალი დემოკრატების” მთავრობის პირობებში საარსებო მინიმუმი 250 ლარი იქნება, - ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ პარტიის საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისივე განცხადებით, დღეს არსებული საარსებო მინიმუმი - 160 ლარი, საზოგადოების დაცინვაა.
”თავისუფალმა დემოკრატებმა” რეალურად დავიანგარიშეთ რა არის საჭირო იმისათვის, რომ ადამიანი მინიმალურად მაინც იყოს უზრუნველყოფილი. ეს არის 250 ლარი. ”თავისუფალი დემოკრატების” მთავრობის პირობებში საარსებო მინიმუმი იქნება 250 ლარი. შესაბამისად პენსია, რომელიც დღეს 180 ლარი გახდა, ჩვენს პირობებში იქნება 300 ლარი”, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მისივე თქმით, კანონის შესაბამისად მთაში მცხოვრები პენსიონერების პენსია 20 %-ით მეტი იქნება.
”თავისუფალი დემოკრატების” პროგრამა ხელფასების ზრდასაც ითვალისწინებს, ალასანიას განცხადებით, მინიმალური ხელფასი იქნება 500 ლარი.
,,ვეღარავინ ამუშავებს ჩვენს მოქალაქეს საათში 3 ლარზე ნაკლებად”, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. მისივე თქმით, პირველად საქართველოში, საკანონმდებლო დონეზე დაფიქსირებული იქნება სახელფასო მინიმუმი.
ალასანიას მტკიცებით, ”თავისუფალი დემოკრატები” ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში სოციალურ ხარჯებს 4 მილიარდამდე გაზრდიან, ეკონომიკა იმ პირობებში, რაც პარტიას აქვს დათვლილი.