გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით, შეფასება გააკეთა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ილკა კანერვა. მისი განცხადებით, როდესაც გერმანიის პოზიცია ცნობილია, ამას წამყვანი როლი ექნება თავად ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდანაც, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხში.
“საქართველომ მიაღწია შესანიშნავ წარმატებას ვიზალიბერალიზაციის იმპლემენტაციის პროცესში. პროგრესი არის აშკარად შესამჩნევი. ვფიქრობ, რომ შტაინმაიერის განცხადებაც არის საგულისხმო. ეს ნიშნავს, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი უახლოეს მომავალში უნდა დასრულდეს,“- აღნიშნა ილკა კანერვამ.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა ქართველ კოლეგასთან, მიხეილ ჯანელიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაციას საქართველო სექტემბრის მეორე ნახევრიდან მიიღებს.