ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ასოცირების შეთანხმების სრულად ამოქმედებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"ასოცირების შეთანხმების შედეგად, საქართველოს მოქალაქეები სულ უფრო ხშირად შეძლებენ სარგებლის მიღებას ევროკავშირთან უფრო მჭიდრო კავშირებისგან. საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის უკეთესი ბიზნესშესაძლებლობები, სოფლის მეურნეობის ადგილობრივი პროდუქტების გაუმჯობესებული უსაფრთხოება და ენერგოეფექტიანობის გაზრდა - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ სფეროებისა, სადაც ჩვენ შეთანხმების დროებითი გამოყენების შედეგად უკვე დავინახეთ იმედისმომცემი ნიშნები, რაც ახლა შეიძლება კიდევ უფრო განვითარდეს. ნება მიბოძეთ, მოვუწოდო საქართველოს, სრულად გამოიყენოს არსებითი დახმარება - დაახლოებით 100 მილიონი ევრო ყოველწლიურად - რომელსაც ევროკავშირი გამოყოფს ქვეყნის რეფორმების დღის წესრიგის მხარდასაჭერად”, - ნათქვამია იოჰანეს ჰანის განცხადებაში.
საქართველო ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების 80%, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ჩათვლით, 2014 წლის 1-ელი სექტემბრიდან შევიდა ძალაში. დღეიდან კი შეთანხმება სრულად ამოქმედდა.