საქარათველოს პრეზიდენტი, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბუნდესტაგის პრეზიდენტს ნორბერტ ლამერტს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს.
შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა ბუნდესტაგის პრეზიდეტმა.
„ბერლინში, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოს წარმომადგენლების მიერ რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტი განხორციელდა. მე ვერ ვიხსენებ, მსგავსი სახის სერიოზულ ვიზიტებს.
ეს ხაზს უსვამს, იმას რომ ორივე მხრიდან არსებობს ორმხრივი ურთიერთობები და ამ ურთიერთობების უფრო მეტად გაძლიერების და განვითარების საჭიროება.
რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილეთ ევროპასთან დაახლოების შემდგომი პროცესი და ის ჩარჩო პირობები, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს აღნიშნული პროცესის განვითარება.
ჩვენ მოვამზადეთ რეკომენდაციები და გთავაზობთ, რომ გამოიყენოთ ისეთი შესაძლებლობა, როგორიცაა მომავალ წელს საქართველოში გერმანული დიასპორის დასახლების 200 წლის იუბილე და ასევე, საქართველოს, როგორც პარტნიორი ქვეყნის მონაწილეობა 2018 წელს, ბერლინში, წიგნის ბაზრობაზე.
გერმანელ ხალხს სურთ, რომ საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობები იყოს მეტად პერსპექტიული. ვფქირობ, რომ ჩვენ ვართ საკმაოდ წამახალისებელ გზაზე“, - აღნიშნა ბუნდესტაგის პრეზიდენტმა.
შეხვედრას საქართველოს მთავრობის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დაესწრნენ.