საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი ჩამოდის. კერის ვიზიტი თბილისში 6 ივლისს დაიწყება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძე "რუსთავი 2"-თან საუბრისას ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ვიზიტის დროს განხილული იქნება, როგორც თანამშრომლობა თავდაცვის და უსაფრთხოების კუთხით, ასევე პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება.თბილისში ყოფნის დროს სახელმწიფო მდივანი გამართავს შეხვედრებს და ასევე პრემიერთან ერთად უხელმძღვანელებს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის პლენარულ სხდომას.
„ამდაგვარი ვიზიტი მოიცავს ძალიან ფართო წრეს საკითხებისა, რომელიც შეეხება თანამშრომლობას, როგოც თავდაცვის და უსაფრთხოების კუთხით პოლიტიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას, ასევე ეკონომიკური მიმართულებითაც ნაბიჯების გადადგმას,“- განაცხადა საქართველოს ელჩმა აშშ-ში არჩილ გეგეშიძემ.