ამერიკის ელჩი საქართველოში, იან კელი სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გაუქმებასთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებას რეფორმების კონტექსტში აღიქვამს
მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე შიდა პროცესებზე ის ვერ ისაუბრებს. თუმცა დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილება თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმის ნაწილია
„ამერიკაში 1970-იანი წლების დასაწყისიდან სავალდებულო გაწვევა აღარ არსებობს. ქვეყანაში მიმდინარე შიდა პროცესებზე კი კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ ვიცით, რომ ეს გადაწყვეტილება არის რეფორმების ნაწილი და მისი მიზანია, რომ საქართველოს პროფესიონალური ჯარი ჰყავდეს. როგორ მიიღწევა ეს, ეს უკვე მთავრობის შიდა გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული,“ - განაცხადა ამერიკის ელჩმა ,,რუსთავი 2” - თან საუბარში.