სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ მისი დაკვეთით გერმანულ-ამერიკული ორგანიზაცია GFK-ს მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებით, 30,5% უპირატესობას „ქართულ ოცნებას“ ანიჭებს, 28.2% კი, „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას“. პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის - პაატა ბურჭულაძის“ მხარდამჭერი აღმოჩნდა 11.6%. „თავისუფალი დემოკრატები - ირაკლი ალასანიას“ მხარდამჭერია 8.9%. 4.5%-ისთვის მისაღებია „ლეიბორისტული პარტია“. „პატრიოტთა ალიანსს“ ანიჭებს უპირატესობას 3.1%, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ კი 2.3%.
„რუსთავი 2“-ის ცნობით, გამოკითხვამ მოიცვა საქართველოს 2,200 სრულწლოვანი მოქალაქე, რომლებსაც ხმის მიცემის უფლება აქვთ. კვლევა პირდაპირი გამოკითხვის გზით, 2016 წლის 7 ივნისიდან 22 ივნისამდე ჩატარდა.