თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას თავდაცვის უწყებაშიც ადასტურებენ. გავრცელებული ცნობით, ანა დოლიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმუშავებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს, თავდაცვის მინისტრმა სამხედრო-სავალდებულო სამსახურის გაუქმების შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ცალხმრივად და ერთპიროვნულად მიიღო. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი თინა ხიდაშელის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არც პრეზიდენთან, არც უშიშროების საბჭოსთან, არც პრემიერთან და არც თავდაცვის კომიტეტთან ეს საკითხი შეთანხმებული არ ყოფილა.