დღეს, 26 მაისს, 19:00 საათზე, რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში გაიმართება ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საღამო "ლექსო არ დაიკარგები~. საღამოს გაუძღვებიან საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ზეპირსიტყვიერების მიმართულების ხელმძღვანელი ეთერ თათარაიძე და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ამირან არაბული.
ხალხური პოეზიის საღამო "ლექსო არ დაიკარგები~ ხორციელდება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით ფოლკლორის მხარდაჭერის საპრეზიდენტო ნაციონალური პროგრამის ფარგლებში.
საღამოში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს თითქმის ყველა კუთხის ხალხური მელექსე, ავტორმთქმელები, სიმღერისა და ცეკვის ავთენტიკური შემსრულებლები.