ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მოსკოვს ნატო-რუსეთის სადამფუძნებლო აქტის დარღვევაში დასდო ბრალი. იენს სტოლტენბერგმა Süddeutsche Zeitung-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ რასაც ნატო აღმოსავლეთ ფლანგზე აკეთებს არის პასუხი რუსეთის ქმედებებზე.
“არავინ საუბრობდა ალიანსის აღამოსაველთით ასეთი სამხედრო წარმომადგენლობის გაგზავნაზე, ვიდრე რუსეთმა არ მოახდინა ყირიმის უკანონო ანექსია და სამხედრო ძალის გამოყენებით უკრაინიაში სიტუაციის დესტაბილიზაციას შეუწყო ხელი", - ამბობს სტოლტენბერგი ინტერვიუში.
ნატო-ს გენერალური მდივნის მოსაზრებით, რუსეთთან გაფორმებული სადამფუძნებლო აქტი ითვალისწინებს ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას, ხოლო რუსეთმა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინა. გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ რუსეთმა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაზარდა სამხედრო ხარჯები, რაზეც ნატო-ს რეაგირება აუცილებად უნდა მოეხდინა.
ამასთან, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო კვლავ ისწრაფვის რუსეთთან კოსნტრუქციული თანამშრომლობისკენ ნატო-რუსეთის საბჭოს ჩარჩოებში. მისივე თქმით, ამ ფორმატში მორიგი შეხვედრის გამრთვის შესახებ შეთანხმება უკვე მიღწეულია.