საქართველოს პრეზიდენტმა, დღეს, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში რამსფელდის ფონდისპრეზიდენტსა და აშშ-ს თავდაცვის ყოფილ მდივანს დონალდ რამსფელდს და Khalilzad Associates-ისპრეზიდენტს ზალმაი მამოზი ხალილზადს უმასპინძლა.
შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობასა და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტისცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტისა და რამსფელდის ფონდის ეგიდით, თბილისში მიმდინარეკავკასია-ცენტრალური აზია-ავღანეთი-მონღოლეთის (CAMCA) რეგიონული ფორუმის მნიშვნელობაზეისაუბრეს. საქართველოს პრეზიდენტმა დონალდ რამსფელდსა და ზალმაი მამოზი ხალილზადს საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარებისა, და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურსტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში გაწეული მტკიცე მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრის შემდეგ, დონალდ რამსფელდის ფონდის რეგიონული კონფერენციის მონაწილეებისათვის მიღებაგაიმართა. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობისგაძლიერებისა და გაღრმავების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის, რამსფელდის ფონდისპრეზიდენტი დონალდ რამსფელდი და Khalilzad Associates-ის პრეზიდენტი ზალმაი მამოზი ხალილზადიოქროს საწმისის ორდენით დაჯილდოვდნენ.
ქვეყნის პირველმა პირმა მიღებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. როგორც საქართველოსპრეზიდენტმა განაცხადა, იგი მოხარულია, რომ ამ მნიშვნელოვან მოვლენას საქართველო მასპინძლობს დაუზრუნველყოფს ახალგაზრდა და ნიჭიერი ლიდერებისათვის მუდმივ დიალოგსა და ურთიერთობისშესაძლებლობას.
„ჩემთვის დიდი პატივია მივესალმო ასეთ გამორჩეულ საზოგადოებას აქ, პრეზიდენტის სასახლეში.
მივესალმები დონალდ რამსფელდის ფონდის სტიპენდიანტებს, რომელთაც გადაწყვიტეს, რომ ესმნიშვნელოვანი ღონისძიება საქართველოში აღენიშნათ.
მჯერა, რომ აქ გატარებულ დღეებს იმ წარმატებულ პროექტებზე ფიქრსა და მუშაობას მოახმართ, რომელთაც თითოეული თქვენგანი საკუთარ ქვეყნებში ახორციელებთ.
შემიძლია აღვნიშნო, რომ რამსფელდის ფონდის კურსდამთავრებულები დიდ როლს ასრულებენ ქართულ პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და საქმიან ცხოვრებაში. მათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს, რათაგაეფართოებინათ საქართველოს გზა დემოკრატიისა და ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახისკენ.
მსურს მადლობა გადავუხადო თავდაცვის მდივანს, ბატონ რამსფელდს და ელჩს, ბატონ ჰალილზადს დაგადავცე ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო, რაც საქართველოს სახელით გადაეცემათ უცხოელებს მათ მიერჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან დროს გაწეული მხარდაჭერისთვის", - განაცხადა გიორგიმარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში მიღებას რამსფელდის ფონდის სტიპენდიანტებთან ერთად,პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიურიკორპუსის წარმომადგენლები და პოლიტიკური პარტიის ლიდერებიც ესწრებოდნენ.
17-19 ივნისს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტი და რამსფელდის ფონდი თბილისში ატარებენ კავკასია-ცენტრალური აზია-ავღანეთი-მონღოლეთის (CAMCA) რეგიონულფორუმს, რომელიც უკვე მეხუთედ ტარდება რამსფელდის სტიპენდიის პროგრამის (Rumsfeld Fellowship Program) ეგიდით. ღონისძიებაში მსოფლიოს 18 ქვეყნის 150-ზე მეტი წარმომადგენელი რეგიონისთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს. ფორუმში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.